წაბლის თაფლი
წაბლის თაფლი სუფთა სახით ძალზე მუქი – მოშავოა, ძლიერი, მკვეთრი არომატით, მწარე გემოთი, უპირატესად გროვდება დასავლეთ საქართველოს ტყიან ზონაში, ხშირად ცაცხვის თაფლთან ერთად. სუფთა სახით ძალიან ძნელად კრისტალდება, კუპაჟირებისას მისი ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს.
დასავლეთის რაიონებისთვის წაბლი მთავარი ღალიანობის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ყვავილობას იწყებს ძირითადად ივნისში. ყვავილობა გრძელდება 12-14 დღე: 1 ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 დღე-ღამეს შეადგენს. წაბლის ნექტრიდან მიღებული თაფლი მუქი ყავისფერია, დამახასიათებელი მომწარო გემოთი. ხასიათდება მაღალი სამკურნალო თვისებებით. 1 ჰა წაბლის სუფთა ნარგავი იძლევა 100-250კგ-მდე თაფლს.