თაფლი
ნატურალური თაფლი ყვავილის ნექტრისაგან ფუტკრის მიერ დამზადებული მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც ფუტკარი იყენებს როგორც ენერგეტიკული და ბარტყის გამოსაზრდელ საკვებს.
ახალი თაფლი არის გამჭირვალე, რომელიც აცივებასთან ერთად თანდათან კრისტალდება და მაგრდება. ამას განაპირობებს მასში გლუკოზის რაოდენობა, ხოლო ფერი დამოკიდებულია ყვავილის პიგმენტებზე. თაფლი შეიცავს მრავალ ქიმიურ ელემენტს. ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, ანტიბიოტიკებს.
თაფლი თავის უნიკალურ თვისებებს ინარჩუნებს დიდხანს. გამოიყენება ისეთი დაავადებების მიმართ როგორიცაა: გულის, სისხლის მიმოქცევის, ნერვული სისტემის, ტუბერკულოზის, კუჭის წყლულის, ღვიძლის კანის, თვალის, ჭრილობების შესახორცებლად და სხვა.
ხალხურ მედიცინაში უამრავი წამალი არსებობს უმეტესად მცენარეული, მაგრამ მასში აუცილებელი ერთ ერთი კომპონენტი თაფლია
მართალია თაფლი შეუცვლელი საკვებია თავისი შემადგენლობით, მაგრამ ის ხომ იგივე წამალია და დღესაც ექიმები უამრავ დაავადებებზე განსაკუთრებით მოხუცებს და ბავშვებს ურჩევენ მიიღონ თაფლი. ამ გარემოებით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თაფლს ყიდულობს როგორც წამალს და თუ ქიმიური მედიკამენტების ფალსიფიკაციაზე არსებობს რაღაც სასჯელი, რატომ ზის სახელმწიფო მნიშვნელობის ბაზარში (მით უმეტეს თუ იქ არის ვეტერინარული განყოფილება) გადამყიდველი და არ იცის რას ყიდის, ვისზე ყიდის და რა ცოდვას ჩადის.
დაჟინებით მომთხოვა ერთმა კლიენტმა წაბლის თაფლი რაც შეიძლება მწარე იყოსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს პიროვნება შემთხვევით ვნახე უნივერმაღ ,,თბილისში" დაატარებდა გასაყიდ ფალსიფიცირებულ თაფლს. დამაინტერესა, როგორც დავადგინე, ნატურალურ თაფლს აზავებდა აშაქრის ბადაგში 1:10 - ზე, ე.ი რას ყიდდა? იმ დღიდან ის კაცი ჩემთან აღარ მოსულა. ასეთი ადამიანი ცოდვას ჩადის.
ფალსიფიცირებულ თაფლში შეიძლება იყოს სახამებელი, ცარცი და სხვა. თუ ასეთ თაფლს წყალში გახსნით წარმოიქმნება მღვრიე ნალექი, თუ მინარევი სახამებელია მასზე იოდის რამდენიმე წვეთის დამატება ლურჯად შეფერავს. თუ ცარცი არის მინარევი მასზე ძმრის დამატებით ხსნარი აქაფდება,
როდესაც თაფლს ურევენ შაქრის ბადაგს, მის გამოსაკვლევად საჭიროა სპეციალური რეაქტივები თაფლში ფრუქტოზის და საქაროზის განსაზღვრისათვის რომელიც ლაბორატორიაში კეთდება.
ეს რაც შეეხება ფალსიფიცირებულ თაფლს, მაგრამ ნატურალურ თაფლსაც უნდა გამოკვლევა როგორც ქიმიური ანალიზის, ასევე გამოკვლევა მის ეკოლოგიურ საიმედოობაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით და უახლოესი ტექნიკის მეშვეობით ხორციელდება მაღალი დონის კვლევები. ლაბორატორია პასუხობს ISO 17025 სტანდარტის შესაბამის აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის ვალდებულებებს.
შეგახსენებთ ჩვენი ლაბორატორიის მისამართს: თბილისი, ვაშლიჯვარი გოძიაშვილის ქ N68
საკვები პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილება.