ფუტკრის დაავადებები
მეფუტკრეობა დიდი მეცნიერებაა, მასზე ბევრი იწერება: ბიოლოგიაზე, მომშენებლობაზე, ფუტკრის პროდუქტებზე, და ა.შ. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც ფუტკრის დაავადებებია.
პირველყოფილი ადამიანი რომელიც ძირითადად ნადირობით იკვებებოდა, ფუტკარი იყო მისთვის უპირველესი სანადირო ობიექტი. ტყეში ფუტკრის უამრავი ოჯახები ბინადრობდა, დღეს ტყეში ფუტკრის ოჯახები აღარ არის. და საერთოდ, თუ არის, ეს ადამიანის უშუალო მედიკამენტური მკურნალობის შედეგია.
ფუტკრის დაავადების კლასიფიკაცია შეიძლება რამდენიმე ნიშნით ჩამოვაყალიბოთ. მაგალითად ფუტკრის დაავადების გამომწვევის მიხედვით:
- ვირუსით გამოწვეული: პარკუჭა ბარტყი.
- ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებები: პარატიფი, სეპტიცემია, ამერიკული სიდამპლე, ევროპული სიდამპლე, ცრუ სიდამპლე.
- სოკოებით გამოწვეული დაავადებები: ჩაკირული ბარტყი, გაქვავებული ბარტყი.
- ერთუჯრედიანი პარაზიტებით, პროტოზოებით: ამებიაზი, ნოზემატოზი.
- ტკიპებით გამოწვეული დაავადებები: ვაროატოზი, აკარაპიდოზი, ფუტკრის ტილი.
- ფუტკარი იწამლება: მანანა თაფლით, ქიმიური ნივთიერებებით, პესტიციდებით და სხვ.
- ფუტკარს მრავალი მტერი ჰყავს: სხვადასხვა სახეობის თაგვები, სხვადასხვა სახეობის ფრინველები, სხვადასხვა სახეობის მწერები.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა გამოვყოფდი ბოლო პერიოდში განვითარებულ ბარტყის და ფუტკრის დაავადებას ვაროატოზს.
საქართველოში გამოჩნდა რამდენიმე ახალი ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები. გთავაზობთ მათ მიმოხილვას:
ვაროსტოპი - ფუტკრის ვაროატოზის მკურნალობისთვის. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი. წამლის ფორმას წარმოადგენს ფირფიტა. პრეპარატი არ გამოიყენება ღალიანობის პერიოდში. არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. არატოქსიკურია ფუტკრისათვის, ადვილია დასამუშავებლად.
ეკოსტოპი - ვაროატოზისა და აკარაპიტოზის სამკურნალო. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი. მოქმედი ნივთიერებაა - თიმოლი რომლითაც იჟღინთება ხის ფირფიტები. დამუშავება ადვილია, ეფექტურობა - დიდი.
ნოზესტაზი - ფუტკრის ნოზემატოზის საწინააღმდეგო. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი. პრეპარატს ახასიათებს ანტი პროტოზოული და ანტისეპტიკური მოქმედება. ფუტკარს ეძლევა შაქრის სიროფში. მაღალეფექტურია.
სტარტოვიტი - ფუტკრის ოჯახების სტიმულატორია. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია". წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების ნარევს. გამოიყენება წლის ნებისმიერ დროს. ზრდის პროდუქციას (პროდუქტიულობას) გამოიყენება საკვებში შერევით.
ბაქტოპოლი - ფუტკრის ბარტყის სიდამპლეების საწინააღმდეგოა. მწარმოებელია ,,აპი სანი" - რუსეთი. იგი წარმოადგენს ანტიბიოტიკების ნარევს. ეძლევა საკვებში შერეულის სახით.
დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის მიცემის დროს, - დოზირებას და მის ვარგისიანობას. როცა ფუტკრის დამუშავება ხდება დაგვიანებით მეფუტკრეს ჰგონია ფუტკარი დამუშავებული ჰყავს მაგრამ საფუტკრეში ცუდი მდგომარეობა ვითარდება. ზოგჯერ ამის მიზეზი დაავადება ვაროატოზია.