მეფუტკრეობა, თაფლი, ფუტკრის პროდუქტები
„სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა."
პროდუქცია
თაფლი, ფიჭა, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთელი), სანთლის არაყი (თაფლის არაყი), დინდგელი (პროპოლისი), ფუტკრის რძე.
მეფუტკრის ცნობარი
ფუტკრის მოვლა, დაავადებები და თაფლის ხარისხი — პრაქტიკული რჩევები დამწყები და გამოცდილი მეფუტკრეებისთვის.
რეცეპტები / მკურნალობა
ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა. ფუტკრის პროდუქტების საკვებად და სამკურნალოდ გამოყენება ( რეცეპტები). საოჯახო, ხალხური მედიცინა.
📷 გალერეა
ფუტკრის თვალით დანახული სამყარო, ფესტივალი - გამოფენები, საფუტკრეში მუშაობა. ფოტო-ვიდეო.
ჩვენი პროდუქცია
აკაციის თაფლი
მაისის თაფლი, ნაზი არომატით და გამჭვირვალე ფერით. მსუბუქი, სასიამოვნო და სამკურნალო თვისებებით მდიდარი თაფლი გურიიდან.
1 კგ • 30 ₾
დეტალები
წაბლის თაფლი
მუქი, ინტენსიური გემოს მქონე თაფლი. მდიდარია მინერალებით და ანტიოქსიდანტებით — გამაჯანსაღებელი ენერგიის ბუნებრივი წყარო.
1 კგ • 30 ₾
დეტალები
ფიჭიანი თაფლი
თაფლი ფიჭასთან ერთად — ბუნებრივი სიტკბო უშუალოდ სკიდან. სუფთა გემო, არომატი და გამაჯანსაღებელი ძალა ერთ ბურჯში.
1 კგ • 45 ₾
დეტალები
სანთელი (ცვილი)
ნატურალური ფუტკრის ცვილი - სანთლის, კოსმეტიკური და სამკურნალო / ფარმაცევტული გამოყენებისთვის.
1 კგ • 50 ₾
დეტალები
„მეფუტკრეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ბუნების წინაშე —
ის ზრუნავს ფუტკრებზე, რომელთა როლი მცენარეთა სამყაროს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია."
ჩვენ შესახებ
ანთაძის მეფუტკრეობა მამაპაპურ ტრადიციებსა და თაობიდან თაობამდე გადაცემულ გამოცდილებას ეფუძნება. გურიის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განლაგებული ჩვენი საფუტკრე აწარმოებს ნატურალურ თაფლს, დინდგელსა და ფუტკრის სხვა ძვირფას პროდუქტებს.
ჩვენ ვფოკუსდებით ხარისხზე, ავთენტურობაზე და ფუტკრის პროდუქტების ბუნებრივ სარგებელზე.
ავტორისაგან
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე ღმერთს კი სანთელი.
შ. ნიშნიანიძე
მოგესალმებით კეთილი სურვილებით!
საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობა დღეს მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 30 წლის წინ. ბუნებრივ რესურსებს კი ჩვენი ფუტკარი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 10 პროცენტამდე ითვისებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ მეფუტკრეობის განვითარება და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეფუტკრეებს მეტი ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა ბუნებისგან მეტი ძვირფასი პროდუქტი მივიღოთ.
მეფუტკრეობა სკოლებში ერთი სემესტრის განმავლობაში უნდა ისწავლებოდეს, რათა მეტი ადამიანი გაეცნოს ამ კეთილშობილურ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ამ ვებსაიტზე მოცემული მასალების გაცნობის შემდეგ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი, შეიძინოს ფუტკრის ოჯახი და გახდეს მეფუტკრეობის მონაწილე.
დღეს ბევრ ადამიანს მიტოვებული აქვს სოფელი, მამაპაპური ოდა, თაფლოვანი მცენარეებით გარშემორტყმული ტყე და ქალაქში ცხოვრობს, შესაძლოა ნაქირავებ ბინაშიც კი, ხშირად – სტაბილური სამსახურის გარეშეც. იქნებ დროა დაფიქრდეთ ამაზე? თუ დამოუკიდებლად ვერ ბედავთ, შესაძლებელია რამდენიმე თანამოაზრემ ერთად შექმნას მცირე ამხანაგობა და ასე დაიწყოს მეფუტკრეობა.
მეფუტკრეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ბუნების წინაშე – ის ზრუნავს ფუტკრებზე, რომელთა როლი მცენარეთა სამყაროს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. მცენარეები კი ადამიანის და ცხოველის საკვების მთავარი წყაროა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი.
რაც მთავარია, ფუტკრის პროდუქტები ადამიანის მკურნალია, სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე კარგი და ფასდაუდებელი საშუალებაა. მიმაჩნია, რომ მიცვალებულთა სახელზე ანთებული სანთელი უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი, ფუტკრის ცვილისგან დამზადებული. მისი არომატი და სურნელი განსაკუთრებულ სიმშვიდეს და მადლს ანიჭებს გარემოს.
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!
გივი ანთაძე