მეფუტკრეობა, თაფლი, ფუტკრის პროდუქტები
,,სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა."
პროდუქცია
თაფლი, ფიჭა, ფუტკრის ცვილი (თაფლის სანთელი), სანთლის არაყი (თაფლის არაყი), დინდგელი (პროპოლისი), ფუტკრის რძე.
მეფუტკრის ცნობარი
საგანმანათლებლო მასალა სასარგებლო ინფორმაცია მეფუტკრეებისთვის და მკითხველთა ფართო წრისათვის. მეფუტკრეობის შესწავლა, ფუტკრის მოვლა-მოშენება, ფუტკრის დაავადებები, მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და სხვ.
რეცეპტები მკურნალობა
ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა. ფუტკრის პროდუქტების საკვებად და სამკურნალოდ გამოყენება ( რეცეპტები). საოჯახო, ხალხური მედიცინა.
გალერეა
ჩვენი საფუტკრე. მუშაობის პროცესი. ფესტივალი - გამოფენები. ფოტო-ვიდეო არქივი და სოციალური ქსელები.
მეფუტკრის ცნობარი
ავტორისაგან
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს,
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს
კაცს თაფლი მისცე ღმერთს კი სანთელი.
შ. ნიშნიანიძე
მოგესალმებით კეთილი სურვილებით. საქართველოში ფუტკრის ოჯახები რაოდენობრივად უფრო ნაკლებია ვიდრე იყო 30 წლის წინათ, ხოლო ბუნებრივ რესურსებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ფუტკარი 10 პროცენტამდე ითვისებს. ე.ი. საჭიროა მეფუტკრეობის განვითარება, გამრავლება, მეფუტკრეებს კი მეტი ყურადღება, რათა მეტი ძვირფასი პროდუქტები გამოვტაცოთ ბუნებას. სკოლებში ერთი სემესტრი უნდა ისწავლებოდეს მეფუტკრეობა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საიტში მოყვანილ მასალას გაეცნობით, ბევრ თქვენგანს დაეუფლება განცდა, სურვილი იმისა რომ შეიძინოს ფუტკარი და გახდეს მონაწილე კეთილშობილური საქმისა, რომელსაც მეფუტკრე ასრულებს. რამდენ ადამიანს მიტოვებული აქვს სოფელი მამაპაპური, ძველი ოდა, სახლი, თაფლოვანი მცენარეებით გარშემორტყმული ტყე და ცხოვრობს ქალაქში, ბევრი - ნაქირავებ ბინაში, შეიძლება სამსახურიც არ ჰქონდეს ნორმალური. იქნებ მოუვიდეს აზრი იმისა, რომ იფიქროს ამ საკითხებზე, მარტო თუ ვერ ბედავს, შეიძლება შეიქმნას ამხანაგობა 2-3 კაცისაგან შემდგარი. დღეს, როცა სოფლის მეურნეობა წინა პლანზე წამოიწია, არის შანსი დახმარება-დაფინანსებისა, ამაზე ვიფიქროთ. მეფუტკრეს ქვეყნის წინაშე მართლაც აქვს დამსახურება, რადგანაც ის ზრუნავს ფუტკარზე, რომლის მნიშვნელობაც უდიდესია მცენარეთა სამყაროს განვითარებისთვის, რომელი მცენარეც წარმოადგენს ადამიანისა და ცხოველის საკვებს. ეკონომიურ მხარეს თუ გადავხედავთ ფუტკრის პროდუქტები ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი. და რაც მთავარია - ფუტკრის პროდუქტები ადამიანის მკურნალია და სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე კარგი საშუალება. მიმაჩნია, რომ მიცვალებულების სახელზე ანთებული სანთელი უნდა იყოს ნატურალური, ბუნებრივი - შეუცვლელი ცვილი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს - სურნელს წარმოშობს და აჯერებს გარემოს. ამ სურნელში არის ყოველივე ცოცხალი, დედამიწიდან აღებული ფუტკრის მიერ და მის ორგანიზმში წარმოშობილი ცვილი, მხოლოდ ამ ცვილის სინათლე და სურნელის მისვლა არის მადლი გარდაცვლილის სულთან. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.
გივი ანთაძე